რამდენიმე დღეა ზაპოროჟიეს ოლქში კრიტიკულად მძიმე ვითარებაა, რუსი ოკუპანტები ტერიტორიას გამუდმებით ბომბავენ. გვიან ღამით ოკუპანტის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 50-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაზიანდა 40-მდე კერძო სახლი და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტიევის განცხადებით, ოლქში პერსონალის დეფიციტია და ნანგრევების გასასუფთავებლად სამუშაოებში ჩასართავად ქალაქის მცხოვრებლებს სთხოვს დახმარებას. ოკუპანტმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზეც. არიან დაშავებულები.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეს მაშინ, როდესაც ის ტყეში სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. მძიმე არტილერიით დაბომბეს გვიან ღამით დნეპროპეტროვსკიც. დაღუპულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.