ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად დაზიანებული მონაკვეთები აღდგა და მასზე 15 ვაგონისგან შემდგარმა პირველმა სატესტო შემადგენოლების მატარებელმაც წარმატებით გაიარა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათ ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელეს. ასევე აღდგენილია მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისთვის.
ოკუპირებული ყირიმის რუსი ხელმძღვანელის სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს მას შემდეგ გაუშვებენ, რაც აღდგენითი სამუშაოები საბოლოოდ დასრულდება და შემოწმების სრულ პროცესს გაივლიან.
რაც შეეხება ყირიმის ხიდის დაცვას, ვლადიმერ პუტინმა დაცვის ორგანიზება ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს დაავალა.