ამერიკელმა მედიკოსმა ჯეიმს კობიმ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მეორედ მოინახულა, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც მისი უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მეოთხე დღეა საკვებს და მედიკამენტებს ვერ იღებს.
სამედიცინო დასკვნა კი დაახლოებით 10 დღის ვადაში მომზადდება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მიმართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.