როგორ აისახება უკრაინის ომი მსოფლიოზე - თემაზე ოდესის მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე მსჯელობენ. საღამო საზაფხულო თეატრში მიმდინარეობს, მასში ქართველი და უცხოელი მწერლები და პოეტები მონაწილეობენ. ესწრებიან ადგილზეც და არის ონლაინ ჩართვებიც.
ფესტივალის ბათუმში ჩატარება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გადაწყდა. 4 დღიანი ფესტივალის პროგრამა მოიცავს მკითხველებთან უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, გერმანელი და თურქი მწერლების შეხვედრებს, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, სემინარებს, დისკუსიებს, ქართული და უკრაინული პოეზიის საღამოს.
ფესტივალს დღეს ბათუმელ პოეტთა შემოქმედების საღამო დაასრულებს.