კრემლის გამოხმაურება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე 

07 ოქტომბერი 2022, 10:57 619 ნახვა

კრემლი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. ზელენსკის განცხადების მიხედვით ნატომ რუსეთზე პრევენციული დარტყმა უნდა მიიტანოს, კრემლის შეფასებით კი ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ მოწოდებაა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  ამ განცხადებას აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება.

ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც. მისი თქმით, ზელენსკი „ფსიქიატრს უნდა ეჩვენოს, ვიდრე საკუთარი ხალხისთვის და ყველა დანარჩენისთვის უფრო მეტი ზიანი არ მიუყენებია”.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი