9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ღვინის დღეები გაიმართება. ფესტივალის პირველ დღეს რამდენიმე ქალაქთან ერთად ბათუმიც უმასპინძლებს. ღონისძიებები 15 საათიდან დაიწყება.
ბულვარის ტერიტორიაზე, კოლონადების მიმდებარედ იქნება გამოფენა-გაყიდვა. ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ადგილზე შეეძლებათ ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, ასევე დაგემოვნება აჭარული კერძების.
მეღვინეობისა და კულინარიის გარდა, ქართული ტრადიციების გასაცნობად წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები და ნახატები.
ფესტივალის პირველი დღე ბათუმში კონცერტით დასრულდება, რომელიც 21 საათისთვისაა ჩანიშნული.