რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სულ 7 სარაკეტო იერიში განხორციელდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
„ოკუპანტებმა საოლქო ცენტრს რაკეტებით შეუტიეს. ინფრასტრუქტურული ობიექტები მტრის სამიზნე გახდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებს ალექსანდრე სტარუხი.
უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მათივე ინფრომაციით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე შენობა განადგურდა.
თავდასხმების შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა.