მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებაზე უარს ამბობს

05 ოქტომბერი 2022, 17:18 654 ნახვა

ამერიკელმა ნევროლოგმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევები დაასრულა, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

კვლევის ფარგლებში მედიკოსმა ყოფილი პრეზიდენტის თმის ნიმუში აიღო, ჩაუტარდა მუცლის ღრუს ბიოფსიაც.

როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მან მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარი თქვა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი