რუსეთის ფედერალურმა საბჭომ უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიის რატიფიცირება მოახდინა.
დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ ხელშეკრულებები გუშინ სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.
ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა შეთანხმებას ხელი 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს. 2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. 3 ოქტომბერს კი ე.წ. შეთანხმებები რატიფიცირებულ იქნა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ.