მონიტორინგის გამკაცრება - რამდენადაა დაცული სილამაზის სალონებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურებისას სანიტარული ნორმები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მხარეები მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ერთობლივად იღებენ.