ევროკავშირის ტერიტორიაზე, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა - "Frontex"-ი

28 სექტემბერი 2022, 10:21 1782 ნახვა

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, Frontex-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 30%-ით მეტია.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსების უმეტესობა ევროპაში ფინეთისა და ესტონეთის საზღვრის გავლით შედის. ასევე აღნიშნავენ, რომ ჩამომსვლელების უმეტესობას ჰქონდა ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან ორმაგი მოქალაქეობა.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საზღვრის კვეთის ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა ფინეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე შევიდა.

ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი