საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის არჩევის წესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი ნაწილია.
"დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - განაცხადა ელჩმა.