რუსეთის ქალაქებში ქვეყნის აღმოსავლეთით დღეიდან დაიწყო საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო, რომელიც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგოდ იმართება. დღევანდელი მონაცემებით 8 ქალაქში კიდევ 100 ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით ყველაზე მეტი დაკავებული ამ დროისთვის ნოვოსიბირსკშია.
21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით მობილიზაციის ფარგლებში დაახლოებით 300 000 რეზერვისტს გამოიძახებდნენ, თუმცა რეალურად უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რეზერვისტთა რიცხვი მილიონს სცდება.
პრეზიდენტს განკარგულების შემდეგ, რუსული ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობა „გაზაფხული“ აუმხედრდა და რუსეთის მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.