ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საპრემიერო სპექტაკლის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
„საიდანაც მზე მოდიოდა“ - რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია და პრემიერა ხვალ, 19 საათზე შედგება. სპექტაკლში თოჯინები იმ მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებზე საუბრობენ, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხდა.
საკვანძო მომენტი კი აგვისტოს ომია.