"აშშ საქართველოზე "მეორე ფრონტის" გახსნისთვის ზეწოლას ახორციელებს" - ინალ არძინბა

23 სექტემბერი 2022, 17:03 543 ნახვა

აშშ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ „ავანტიურული ნაბიჯის“ გადადგმისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესში ჩართულია ამერიკის საელჩო თბილისში და შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა  აფხაზ და ქართველ აფხაზებს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიებზე, რომლებსაც ბერგჰოფის ფონდი აწყობს.

გარდა ამისა, არძინბამ ჯონ პენელზე ისაუბრა, რომელიც აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმღვანელად დაინიშნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი