გიორგი ცეცხლაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან და სახელმწიფო უწყებებიდან 240 ათას ლარზე მეტის დახმარება გაეწია

22 სექტემბერი 2022, 11:32 2143 ნახვა

გუშინ ფეისბუქში ემოციური ვიდეო-მიმართვა გაავრცელა ბათუმელმა გიორგი ცეცხლაძემ - განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისი ჯანმრთელობის პრობლემისადმი აჭარის მთავრობის უყურადღებობით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დაინტერესდა წამოწეული პრობლემის არსით, გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია და გაარკვია, რომ გიორგი ცეცხლაძის ჯანმრთელობის პრობლემის საპასუხოდ აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყებებიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიხარჯა 240 ათას ლარზე მეტი, ასევე პაციენტის შემდგომი მკურნალობის მიზნით წარიმართა მოლაპარაკება საზღვარგარეთის რამდენიმე კლინიკასთან, მათ შორის მიღწეულია შეთანხმება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკასთან და მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია კვლავ დაინტერესდება გიორგი ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ვაცნობებთ საზოგადოებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი