აჭარის მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი

21 სექტემბერი 2022, 14:40 748 ნახვა

ხვალ გახდება ცნობილი ვინ გამოთქვა სურვილი გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი. განცხადებების მიღება ტელევიზიის კანცელარიაში დღეს 18 საათზე მთავრდება, თუმცა ელექტრონულად 24 საათამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის  მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში სულ 5 განაცხადია შემოსული, კანდიდატების ვინაობა  განცხადებების  მიღების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.  რაც შეეხება მომდევნო პროცედურებს, სამი დღის შემდეგ დირექტორობის მსურველები კანდიდატებად დარეგისტრირდებიან, მრჩეველთა საბჭო კი მათგან დირექტორს ერთ კვირის ვადაში შეარჩევს. თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს  სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება. მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით ირჩევა და ოფიციალურად საქმიანობას 22 ნოემბრიდან შეუდგება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი