აშშ-ში პრემიერის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ხვალ საქართველოს პრემიერი გაეროს სესიაზე სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დაესწრო სესიის გახსნის ცერემონიას. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ნიუ იორკში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმართული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.