რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის" დასაცავად მიიღო. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.
პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.