ტროპიკულმა ქარიშხალმა „ფიონამ“ დომინიკის რესპუბლიკასა და პუერტო რიკოს გადაუარა

20 სექტემბერი 2022, 11:58 564 ნახვა

ქარიშხალი ფიონა თავს დაატყდა დომინიკის რესპუბლიკას. სტიქიას თან ახლდა კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი. მეტეოროლოგების პროგნოზით პირველი კატეგორიის ქარიშხალი, რომელიც ახლა კარიბის ზღვის  რაიონში მოძრაობს, სავარაუდოდ, მე-3 კატეგორიად გადაიქცევა. მანამდე ფიონამ პუერტო რიკოს გადაუარა. ეს არის პირველი ქარიშხალია, რომელმაც ქვეყანას დიდი დარტყმა მიაყენა მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა ჯინმა 2018 წლის სექტემბერში პუერტო რიკო სერიოზულად დააზარალა.  ფიონამ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია,  რამდენიმე სოფელი მოწყვიტა გარესამყაროსგან, 800-მდე  ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ხოლო  ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 11 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ტროპიკულ შტორმს ელოდებიან ბაჰამის კუნძულებზეც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი