კიკეთში მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

18 სექტემბერი 2022, 19:43 628 ნახვა

კიკეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის ნაწილში დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი განზრახვა მკვლელობა არ ყოფილა.უფლებადამცველის ინფორმაციით, დაკავებული ადგილზე თავის დასაცავად ისროლა, რადგან დაპირისპირების დროს მას და მის ოჯახის წევრს თავს დაესხნენ. ცნობისთვის, მკვლელობა კიკეთში გუშინ, მოხდა. ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით 51 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, კიდევ 5 პირი კი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ფინანსურ დავას მოჰყვა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი