დღეს იტალიის "სერია A-ს" მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. ბათუმელ გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება. ჩვენებას აჭარის პროექტების მართვის კომპანია უზრუნველყოფს. პირდაპირი ეთერი 22:45 საათზე დაიწყება.