ბაქომ ერევანს 32 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა - ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს, რასაც სომხეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტყვეთა, უგზო - უკვლოდ დაკარგულთა და მძევლების საკითხების სახელმწიფო კომისიის განცხადებით საომარი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს.