აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სომხური მხარის დანაკარგები 135 ადამიანს შეადგენს, აზერბაიჯანი კი სულ მცირე 77 ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ იუწყება. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.