ვოლოდიმირ ზელენსკის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ვირტუალურად მონაწილეობის უფლება მიეცა. უკრაინის პრეზიდენტი სესიაზე სიტყვით ვირტუალურ ფორმატში გამოვა. შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს 101-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, შვიდმა წინააღმდეგ მისცა ხმა, კიდევ 19-მა კი თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ რუსეთი და ბელარუსი. მედიის ინფორმაციით, მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში უკრაინის ლიდერის დისტანციურად მონაწილეობა წესების დარღვევაა.ასამბლეის 77-ე სესია 20-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.