რუსეთის ომის დანაშაულები იზიუმში

17 სექტემბერი 2022, 11:42 665 ნახვა

თეთრი სახლი უკრაინის ქალაქ იზიუმში აღმოჩენილ მასობრივი სამარხის შესახებ ცნობებს შემაძრწუნებელს უწოდებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები გააგრძელებს „აქტიურ მხარდაჭერას ომის დანაშაულებისა და სისასტიკის დოკუმენტირებაში, რომლებსაც რუსული ძალები უკრაინაში სჩადიან და ასევე, რუსების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო ძალისხმევას დაეხმარება“. ცნობებს იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ გამოეხმაურა ევროკავშირიც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულით „ღრმად  შოკირებულია“. ჯოზეფ ბორელის თქმით უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე უკვე მოკლეს, კიდევ ბევრი აწამეს, სექსუალურად იძალადეს, გაიტაცეს ან იძულებით გადააადგილეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი