ილჰამ ალიევი სომხეთს პროვოკაციებში ადანაშაულებს

16 სექტემბერი 2022, 19:56 587 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს სასაზღვრო ზონაში პროვოკაციებში ადანაშაულებს. „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთს სამშვიდობო შეთანხმება წარუდგინა, თუმცა ერევანმა ამ ნაბიჯს სამხედრო პროვოკაციებით უპასუხა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის არაეფექტურობა შეშფოთების მიზეზია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი