შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ლატვიაში შესვლის შესაძლებლობა შეეზღუდებათ - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა. მინისტრმა რუსებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. „რუსებო არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან.“ - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.