მარჯანიშვილის თეატრში კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მას მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მიხეილ გომიაშვილი 12 სექტემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.