ვითარება უკრაინაში

15 სექტემბერი 2022, 11:59 483 ნახვა

რაც შეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას.უკრაინის კრივოი როგის რაიონში რუსეთის მიერ კაშხლის დაბომბვის გამო ორი რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, კაშხლის დაბომბვის  შედეგად მდინარე ინგულეცზე წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა.უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კაშხალზე იერიში რუსმა სამხედროებმა რვა ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჰიდროტექნიკურ კონსტრუქციებზე სარაკეტო თავდასხმები კრივოი როგის დატბორვის მცდელობაა.კიევში ვარაუდობენ, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის კაშხლის დაბომბვით, რუსეთს სურდა სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის თავიდან აცილება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში