უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემთხვევის შედეგად ზელენსკიმ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
პრეზიდენტის ავტომობილს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის დეტალებს სამართალდამცველები არკვევენ.
უკრაინული მედიის წინასწარი ინფორმაციით, ეს შემთხვევითობა იყო და არა ტერაქტის მცდელობა.