"ქართული პოეზიის მარგალიტები" – აჭარის რადიოს ეთერში ზურაბ გორგილაძის პოეზია აჟღერდება. პოეტის ლექსებს სპეციალურად შერჩეული ცნობილი პოეტი და მსახიობები წაიკითხავენ. დავით ევგენიძემ კი ახალი სიმფონიური ჟღერადობის მუსიკა სპეციალურად ამ რუბრიკისთვის შექმნა.