სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლერი აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში აბულაძე სერბ სებასტინ ნადს დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ვერცხლის მედალია.