ქობულეთში, სოფელ ხინოში "ხინოწმინდობის" დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში აკურთხეს ტაძრის საძირკველი. ხინოს წმინდა იოანე ნათლისცემლის თავის კვეთის სახელობის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები წელს დაიწყო. ტაძრის რეაბილიტაციისთვის 750 ათასი ლარია გამოყოფილი.
„ხინოწმინდობის“ ფარგლებში გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს შორის. ღონისძიების დასასრულს საპატიო ხინოწმინდელები დააჯილდოვეს.