ექსკლუზივი, რომელიც ,,მთავარმა” ცოტა ხნის წინ მოიპოვა. მახინჯაურში, ყოფილი ,,კოლხიდას” მიმდებარე ტერიტორიიდან სავარაუდოდ კიდევ ერთ ასწლოვან ხეს გადარგავენ. აქ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა და შესაბამის ვიდეო-მასალას ჩვენ მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებმა სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა პირად საუბარში თქვეს, რომ პროცესი ერთ-ერთი ხის გადარგვას უკავშირდება. თუმცა ჩვენთან ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ აქ ყოფილი პრემიერ- მინისტრი პირადად იმყოფებოდა და ხეც თავად შეარჩია. მათივე ინფორმაციით, ტიტას ხის გადატანა ადრეც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ვერ მოხერხდა.