საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული მე-8 ადგილით დაასრულა.
ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში მონტენეგროსთან 11:14 დამარცხდა, სადაც მე-7 ადგილისთვის იბრძოდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბული გამოვიდა, თუმცა მეორე ტაიმში უკეთესი მეტოქე იყო და გამარჯვება მონტენეგროს დარჩა.