„ბათუმიდან სილიკონის ველამდე“ ზღვისპირა ქალაქი Startup World Cup-ის პირველ ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს. საქართველოს ათი მოწინავე სტარტაპი Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსში მონაწილეებიდან ერთი გამარჯვებული, საერთაშორისო ჟიურიმ უნდა გამოავლინოს. გამარჯვბული სილიკონის ველზე გლობალურ ნახევარფინალში მონაწილეობისთვის გამგზავრება. ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა ქყვეყნიდან კონკურსის გამარჯვებული 100 ზ მეი პოტენციური ინვესტორის წინაშე წარსდგება და მსოფლიოს სხვა სტარტაპებს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად შეეჯიბრება, რაც 1,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. კონკურსის მსოფლიო ფინალი 2022 წლის 30 სექტემბერს ლოს ანჟელესში გაიმართება, სადაც მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 70-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო სტარტაპები იბრძოლებენ.