საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურში საქართველო მონტენეგროს დაუპირისპირდა და 73-81 დამარცხდა.
A ჯგუფიდან კი ფლეიოფში ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და მონტენეგრო გავიდა.
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა კი მხოლოდ 1 მატჩი თურქეთთან მოიგო და ჯგუფში ბოლო მეექვსე ადგილი დაიკავა.
ევრობასკეტის კი 10 სექტემბერიდან ბერლინში მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებით განახლდება.