საპატიო შუახეველი წოდება

06 სექტემბერი 2022, 19:58 621 ნახვა

კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, საპატიო შუახეველს რეზო ფევაძეს 75 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი რეზო ფევაძეს მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და უმაღლესი საბჭოს წევრთან ერთად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. რეზო ფევაძე 50 წელზე მეტია ჩართულია მუნიციპალიტეტის კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში. მუშაობდა შუახევის კულტურის ცენტრში სხვადასხვა პოზიციაზე.მონაწილეობდა როგორც ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში. დაჯილდოებულია მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და პრემიებით. მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკის, საპატიო მარეთელისა და შუახევის კოლორიტის წოდება.  მისი ავტორობით გამოიცა შუახევის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიის ამსახველი წიგნი-ალბომი ,,შენი განდაგანა, რერო ოდელია".  რეზო ფევაძე დღემდე აგრძელებს კულტურის სფეროში მოღვაწეობას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში