"დინამო" ბათუმი წყალტუბოში 3-0 დამარცხდა

06 სექტემბერი 2022, 18:33 808 ნახვა

ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმი წყალტუბოშო "სამგურალთან" დიდი ანგარიშით 3-0 დამარცხდა. ამით გია გეგუჩაძის გუნდმა 22 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

ანგარიში სწრაფად მე-9 წუთზე მასპინძელებმა გახსნეს. გოლი დემურ ჩიხლაძის ანგარიშზეა.

30-ე წუთისთვის სხვაობა ორმანდე ჯეფერსონ ჟერალდომ გაზარდა და ტაიმი იმერელებმა 0-2 მოიგეს.

68-ე წუთზე რუხაძის გადაცემა გოლით ბაშალეიშვილმა დაასრულდა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

ამ მარცხის შემდეგ "დინამო" ბათუმთან ჩამრჩება 4 ქულამდე შეამცირა "დინამო" თბილისმა.

25 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "დინამო" ბათუმი 57 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

54 ქულა აქვს "დინამო" თბილისს, ხოლო მესამე პოზიციაზე 42 ქულით წყალტუბოს"სამგურალი" იმყოფება.

მომდევნო ტურში ბათუმელები საკუთარ მოედანზე 10 სექტემბერს "გაგრას" უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში