ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრებმა პარტიის ახალ ლიდერად და მთავრობის მეთაურად აირჩიეს.
თითქმის ორთვიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელიც ბორის ჯონსონის გადადგომამ გამოიწვია, ტრასი გამარჯვებულად გამოცხადდა. იგი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს.
ტრასი ქვეყნის ხელისუფლებაში უზარმაზარი ეკონომიკური რეცესიის დროს მოდის, როცა ბრიტანეთში იზრდება ენერგომატარებლებზე გადასახადები.
ტრასი მოსახლეობას პირდება, რომ შეამცირებს გადასახადებს და ენერგიის მზარდი ფასების საკითხზე დაუღალავად იმუშავებს. თავის მიმართვაში, ტრასმა გამორიცხა ვადამდელი არჩევნები და პირობა დადო, რომ კონსერვატიული პარტია "დიდ გამარჯვებას" 2024 წლის საყოველთაო არჩევნებზე მოიპოვებს.