ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

05 სექტემბერი 2022, 15:38 1588 ნახვა

დიდი ბრიტანეთის "კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი აირჩია.

ლიზ ტრასს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 236-მა დაუჭირა მხარი, სუნაკმა 60 359 ხმა მიიღო. 

6 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნავს.

ლიზ ტრასი იქნება გაერთიანებული სამეფოს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში