საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში გავიდა.
ხორვატიაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფლეიოფში საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს 12-8 მოუგო და ტურნირის მეოთხედფინალში შეძლო გასვლა.
პირველი პერიოდი მეტოქემ 2-3 გაიმარჯვა, თუმცა დარჩენილი სამი პერიოდი დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი საქართველოს უპირატესობით მიმდინარეობდა.
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სადაც ისტორიაში მეორედ გამოვა.
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში კი საქართველო მასპინძელ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 6 სექტემბერს არის ჩანიშნული.