იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილის ''კრემონეზემ'' ''სასუოლოს'' უმასპინძლა და ფრედ 0-0 ეთამაშა. 4 მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ''კრემონეზემ'' მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მცველმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და დაცვით მოვალეობებს თავი კარგად გაართვა.
ლუკამ Sofascore-სგან 7 ქულა მიიღო. ლოჩოშვილისთვის ეს იტალიის ჩემპიონატში მესამე თამაშია, მანამდე მან ''რომას'' და ''ინტერის'' წინააღმდეგ ითამაშა.
"კრემონეზეს" ამ დროისთვის 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურში ლოჩოშვილის გუნდი 11 სექტემბერს გასვლაზე ''ატალანტას'' დაუპირისპირდება.