ნავთობკომპანია "ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" წერს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. პარალელურად გავრცელდა კომპანია "ლუკოილის" განცხადება.
კომპანიაში მაგანოვის გარდაცვალებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ის მძიმედ იყო ავად.