საერთაშორისო მისია ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობას იწყებს

01 სექტემბერი 2022, 10:32 408 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ მუშაობა დღეიდან უნდა დაიწყოს. დელეგაცია ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართება.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი გამოირთო მას შემდეგ, რაც დღეს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ნაღმმტყორცნების გამოყენებით დაცხრილეს სადგურის მოედანი და ავარიული დაცვის სისტემა ჩაირთო.

ენერგოატომის“ ცნობითვე, დაზიანებულია სარეზერვო კვების ხაზიც და სადგურის უკრაინელი თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ბლოკის გამორთვას იუწყება ადგილობრივი პრორუსული დე ფაქტო ადმინისტრაციაც, თუმცა დაზიანების მიზეზად ასახელებს უკრაინელი სამხედროების შეტევას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი