ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა.
ლიდერებმა პატიმრების გათავისუფლების, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების, რეგიონის დებლოკირების საკითხები განიხილეს, ისევე როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.
სომხური მედიის ცნობით, მიღწეული იქნა შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებასთან დაკავშირებით არსებითი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შემდეგი შეხვედრა კი ნოემბერში გაიმართება.