მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დაასრულა, სადაც ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით მესამე სექტორის ხედვები მოისმინა.
ახლა ქართული ოცნების დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ, შეაჯერონ 2 დღის განმავლობაში მოსმენილი პოზიციები და დღის ბოლოს გადაწყვიტონ რა წესით აირჩიონ მომავალი სახალხო დამცველი.