მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

31 აგვისტო 2022, 10:56 652 ნახვა

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გორბაჩოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა მას ისეთი ადამიანი უწოდა, რომელიც საკუთარ კარიერას უკეთესი მომავლისთვის რისკავს. განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, გორბაჩოვი იყო ის იშვიათი ლიდერი, რომელსაც ჰქონდა წარმოსახვა, დაენახა განსხვავებული მომავლის შესაძლებლობა, რისი გამბედაობაც ბევრ საბჭოთა ჩინოვნიკს არ ჰქონდა. გარდა ამისა, მიხეილ გორბაჩოვის გარდაცვალებას არაერთი ლიდერი გამოეხმაურა.

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მას გამორჩეულ სახელმწიფო მოღვაწედ ახასიათებს, რომელმაც ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გორბაჩოვმა ცივის ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი