ხარკოვი დღეს უკვე მეორედ დაიბომბა, ოკუპანტმა ქალაქზე იერიში არტილერიით მიიტანა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიან შენობას გაუჩნდა. იგორ ტერეხოვის განცხადებით, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ. ცნობისთვის, დღეს დილით ოკუპანტების მიერ ხარკოვის ცენტრზე მიტანილი იერიშის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. 7 კი დაშავდა. 500-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე რუსული დაბომბვის შედეგად დარჩა. მტრის ძალები დნეპროპეტროვსკის 3 რაიონს თავს დაესხნენ, დაშავდა 1 ადამიანი. კიდევ ერთი ქალაქი გახდა რუსული ბომბის სამიზნე, მთელი დღის განმავლობაში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. ბოლო მონაცემებით, ინფორმაცია მხოლოდ 1 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, თუმცა მერის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სლავიანსკში რუმა დამპყრობლებმა უკრაინის წითელი ჯვრის წარმომადგენლების საევაკუაციო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.